ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად “ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. მოქმედების ახალი პოლიტიკური სტრატეგია პარტიის თავჯდომარემ მედიას დღეს, საგანგებო ბრიფინგზე გააცნო. ნიკა მელია თვლის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, რადგან ქვეყანას “რუსული ოცნება” მართავს, სწორედ ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარეს მიიჩნევს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიღწევას პარტია მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობებით, საპროტესტო აქციებით და უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციით ეცდება
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იდეას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა მიაჩნიათ რომ ოპოზიციას შორის კომუნიკაცია და მოქმედების საერთო გეგმაა საჭირო. ხელისუფლების ოპონენტები ქუჩის მასობირივი პროტესტის მომხრეებიც არიან.
“ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ ინიციატივას “ქართული ოცნება” სულელურს უწოდებს. მმართველ პარტიაში თვლიან, რომპოლიტიკურ კრიზისს ოპოზიცია ხელოვნურად ქმნის, რომელიც პოლარიზაციის გაღმრავებისკენ და რადიკალიზაციისკენ გადადმული ნაბიჯია.