“ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან” – განცხადება, დღეს, კახი კალაძემ გააკეთა. თბილისის მერს კითხვა, იმ საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დაუსვეს რომელიც დღეს თბილისში იმართება. ჟურნალისტებმა კითხვის ფორმულირებისას კალაძეს უთხრეს, რომ სტრატეგიული პარტნიორები, დეოლიგარქიზაციაზე და დებიძინიზაციაზე საუბრობენ. როგორც მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ის ცვლილებები განახორციელოს, რაც ევროკავშირის სტატუსის მისაღებად იყო მოწოდებული. დეოლიგარქიზაციის მოწოდებები კი მისი თქმით, ქვეყნის მტრებისგან ისმის.