“ქართული ოცნება” ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს | 31.08.2022

“ქართული ოცნება” ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ დღეს,  კონსულტაციების შედეგად მიიღო. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა  სახალხო დამცველის  არჩევის წესთან დაკავშირებით,  რეგლამენტში ცვლილება შეიტანოს. როგორც  მამუკა მდინარაძემ  პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა,  გაიწერება კანდიდატის შეაფსების ზოგადი კრიტერიუმები, რაც კეთილსინდისიერებას და  მიუკერძოებლობას გულისხმობს. ამასთან, პარლამენტის  თავმჯდომარე გამოსცემს საგანგებო ბრძანებას, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატის შეფასების წესი განისაზღვრება. მდინარაძის თქმით,  ნებისმიერ პირს ექნება შესალებლობა ომბუდსემნის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანოს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიამ საქართველოს რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვა.  12 რეკომენდაციიდან  ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევასაც ეხება. მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას, ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. სახალხო დამცველის შერჩევის წესსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე დღეს ოპოზიციის ნაწილმა  შემაჯამებელი შეხევდრა გამართა. პარლამენტში ოპოზიციის ის ნაწილი შეიკრიბა,  რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” ერთად  სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებენ.  პარტია “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს  გამჭვირვალე. ოპოზიცია გეგმავს მხარი  არასამთავრობო  სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაუჭიროს

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა  აქვს პარტია “მოქალაქეებს”. ლევან იოსელიანი თვლის, რომ კენჭიყრა ღია უნდა იყოს და საზოგადოებამ უნდა  იცოდეს, რომელი დეპუტატი, ომბუდსმენის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.