მმართველი გუნდის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს მიჰყვება. ამბობენ, რომ ის მოცემულობა, რითაც საია სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს, მცდარია. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მთავრობის უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები არასამთავრობო ორგანიზაციას ეთანხმებიან და სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.