რამდენიმეთვიანი უარის შემდეგ ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა | 31.08.2022

გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საბოლოო გადზწყვეტილება ცნობილიაია – რამდენიმეთვიანი უარის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა, თუმცა მის მიერ ბაქრაძის საქმიანობის უარყოფითი შეფასება ძალაში დატოვა.  ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დაადასტურა. როგორც ნათია სულავამ თქვა, გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელინ  მხოლოდ 30 აგვისტოს მოაწერა. დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.