13 737 ინფიცირებული 1 კვირაში – ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მზარდია | 30.08.2022

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მზარდია.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსით საერთო ჯამში  13 737   ადამიანი დაინფიცირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დადებითობის  არსებულ მაჩვენებელს 7 დღიანი პერიოდის ფონზე უპრეცენდენტოდ  მაღალს  უწოდებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი,  ბიძინა კულუმბეგოვი. მისი შეფასებით,  ეს რიცხვები შიდა გავრცელების საკმაოდ  ფართო მასშტაბებზე მიუთითებს, თუმცა ამბობს იმასაც რომ ქვეყანას  პიკური პერიოდი  უკვე გადავლილი აქვს და  შემთხვევების საგანგაშოს მატებას აღარ უნდა ველოდოთ.