ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსით საერთო ჯამში 13 737 ადამიანი დაინფიცირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.
დადებითობის არსებულ მაჩვენებელს 7 დღიანი პერიოდის ფონზე უპრეცენდენტოდ მაღალს უწოდებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი. მისი შეფასებით, ეს რიცხვები შიდა გავრცელების საკმაოდ ფართო მასშტაბებზე მიუთითებს, თუმცა ამბობს იმასაც რომ ქვეყანას პიკური პერიოდი უკვე გადავლილი აქვს და შემთხვევების საგანგაშოს მატებას აღარ უნდა ველოდოთ.