ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთს მოუწოდებენ “ბიჭვინთის” აგარაკის გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიწვიოს. ამ საკითხზე ვნებათაღელვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არ ცხრება. აფხაზეთის დაახლოებით 60-მდე მცხოვრებმა „აფხაზეთის ქალების“ სახელით, რუსეთის ე.წ ელჩს, მიხაილ შურგალინს წერილით მიმართა. ნათქვამია, რომ ისინი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან. განცხადების ავტორების თქმით, ე.წ „მთავრობის“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის რატიფიცირებაც „პარლამენტს“ არ მოუხდენია „უკვე იწვევს საზოგადოებაში დაძაბულობას“.
„ქალებს არ გვსურს, რომ ვითარება უკონტროლო გახდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებასა და მთავრობას შორის ძალისმიერი დაპირისპირება წარმოიქმნას, რომ ჩვენს საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები გაჩნდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.