ევროკომისიის რეკომენდაციის შსრულების ფარგლებში პარლამენტში შეხვედრები გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესზე იმსჯელეს. შეხვედრას, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით გაიმართა, ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტს უცხადებს. “ნაიცონალურმა მოძრაობა”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებლი” თვლიან, რომ ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენაციებზე მხოლოდ ფორმალურად მსჯელობს, და მიზანი – ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია ნამდვილად არ არის. ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის შერჩევის წესზე დღეს, არასამთავრობო სექტორთან ერთად, ცალკე ისმჯელა. ამბობენ, რომ ისინი ომბუდსმენის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.
მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრებიან, პარტიები – „გირჩი“ „საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. ამბობენ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი არა პროცედურა, არამედ თავად კანდიდატის პიროვნებაა. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ამბობენ, რომ კანდიდატი მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა არ უნდა შეარჩიოს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიამ საქართველოს რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვა. 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევას ეხება. მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იგი თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.