რა დასკვნას დადებენ უცხოელი სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობილი რამდენიმე დრეში გახდება. ამერიკელმა ფსიქიატრმა და გაეროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ქვეყანა უკვე დატოვეს. უცხოელმა მედიკოსებმა ორ მთავარ კითხვას უნდა უპასუხონ – არის თუ არა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. სამედიცინო დასკვნის მომზადების შემდეგ დოკუმენტი სასამართლოს წარედგინება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს დოკუმენტი გახდება სასჯელის გადავადების საფუძველი.