დაუწესებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს | 30.08.2022

დაუწესებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს. საკითხი  პრაღაში, ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილება. შეხვედრა დღეს დაიწყო დღისწესრიგის მთავარი საკითხი კი  უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმების შემუშავებაა. თავდაცვის მინისტრები განიხილავენ იმ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინას უახლოეს მომავალში გადეცემა.

დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, რომელზეც, სწორედ   რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე დამატებითი შეზღუდვების შემუშავებაა.

ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა, ისევე როგორც ევროკავშირის არაწევრმა უკრაინამ, მოწოდება გამოთქვეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მთლიანად უარი თქვან შენგენის ვიზების გაცემაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის . ამ წინადადებას  საფრანგეთი და გერმანია, ეწინააღმდეგებიან.