ოპოზიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს კორუფციაში ადანაშაულებს | 29.08.2022

ოპოზიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს  კორუფციაში ადანაშაულებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომპანია “სტარტ პლიუსსა” და მუნიციპალიტეტის შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას  სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განეხორციელებინა,  თუმცა სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. ოპოზიციის მტკიცებით კომპანიას წინსწრებით 400 ათასი ლარიც ჩაურიცხეს. ოპოზიციის ბრალდებაზე ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს.