ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის მოსახლეობა, ცენტრალურ ხელისუფლებას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ადგილობრივებმა დღეს, გამაფრთხილებეილ აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, უკვე თვენახევარია, წყალი არ აქვთ. ყულევის მოსახლეობის თქმით, წყალსაქაჩი სოფელში 3 წლის წინ გაიყვანეს, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან მას შემდეგ წყალი მილებში ან ძალიან ცოტა მოდის, ან საერთოდ არ მოდის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში წყლის მიწოდების პრობლემაზე არავინ ზრუნავს.