ბორჯომის ხეობაში ვითარება ისევ რთულია – ლოკალიზებულ კერებზე ცეცხლი ისევ გაღვივდა | 26.08.2022

ბორჯომის ხეობაში ვითარება ისევ რთულია.   გაძლიერდა ქარი, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ლოკალიზებულ კერებზე ცეცხლი ისევ გაღვივდა. პარალელურად, ხეობაში რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა. იმის გამო, რომ ტერიტორია რთულად მისადგომია,  მეხანძრე მაშველებს ადგილამდე მისვლა უჭირთ.  დილიდან ხეობაში მუშაობს ავიაცია, ასევე ცოცხალი ძალა.  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში  ჩართულია  ტერიტორიული რეზერვის ასეულიც.  ბორჯომში ხანძარს უკვე რვა დღეა ებრძვიან.