28 წლის მსჯავრდებული, რომელიც თავის არეში მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა | 25.08.2022

28 წლის მსჯავრდებული, გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული.  უწყება პირველადი მოკვლევითვე ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.