ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა – საგანგაშო მონაცემებს ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ავრცელებს. ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფარი საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 183%-ით მეტია. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები უმეტესად სამმა ქვეყანამ – საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ მიიღო. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია ირლანდიასა და ბელგიაშიც. სააგენტოს ცნობით, მიზეზი ქვეყანაში რუსეთის, ბელორუიისა და უკრაინელი მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობაა, რამაც ბინის ქირის ფასები გაზარდა. ამასთან, ორგანიზაცია წერს, რომ, რომ ივნისში წლიური ინფლაცია ქ13%-მდე გაიზარდა, უმუშევრობის დონემ კი 19% -ს მიაღწია.