ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს უკვე 7 დღეა ებრძვიან | 25.08.2022

ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს  უკვე 7 დღეა  ებრძვიან.  ცეცხლის ქრობის სამუშაოებში  დღეს უკვე ტერიტორიული რეზერვის ასეული ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადანაწილებული და  მეხანძრე-მაშველებთან ერთად სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ.  მათთან ერთად პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში,  ცეცხლის ქრობის პროცესში  მონაწილეობს  თურქეთის სახანძრო თვითმფრინავებიც, თუმცა ვითარებას  მაღალი ტემპერურა და ძლიერი ქარი ართულებს.  ბორჯომის სტიქიაზე ისაუბრა დღეს  კონომიკის მინისტრმა.  ლევან დავითაშვილის თქმით, ზარალზე საუბარი ახლა ადრეა, რადგან რეგიონში ხანძრის ქრობის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.