“აშშ-მ უკრაინისთვის მორიგი უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გამოაცხადა, ეს ნიშნავს ომის საბოლოოდ გარდატეხას თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ” – შესაბამის პოსტს სოციუალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეხმაურება.
„ჩვენები ამზადებენ დიდ კონტრშეტევას და ამ ახალი იარაღის დახმარებითაც უკრაინა შემოდგომაზე დაიბრუნებს ხერსონს და ზაპოროჟიეს ცალკეულ რაიონებს. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ამერიკა აამოქმედებს ლენდლიზს გაიხსნება გზა დონბასის, ყირიმის, მთელი უკრაინის გასათავისუფლებლად და აგრესორის საბოლოოდ დასამარცხებლად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.