უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ულოცავენ. მთავრობის მეთაურმა ომის მძიმე პერიოდში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
ომში მყოფ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარეც.
„მსურს უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას. უკრაინის ხალხს ვუსურვებთ უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი“ – წერს შალვა პაპუაშვილი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ერთ-ერთი პირველი ვინც დღეს უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტი იყო. როგორც სალომე ზურაბიშვილი twitter-ის გვერდზე წერს, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მეგობარ ქვეყანას თავისუფლების 31 წლისთავს მმართველი პარტიის სხვა ლიდერებიც ულოცავენ.