საქართველოს ვურჩევ, რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს- ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი | 24.08.2022

“საქართველოს ვურჩევ რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს” – შესაბამის განცხადებას, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი twitter-ზე ავრცელებს.  ის ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისში ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველი და მოკავშირე და ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას ქმარი, ლევ დენგოვი დააფიქსირეს, რომელმაც აქ ჩამოსვლამდე დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

“რუსეთის, როგორც რეგიონალური ძალის, დღეები იწურება. საქართველოს მტკიცედ ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს,”  –წერს კინზინგერი.