„ოცნება“ საერთაშორისო პარტნოორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებს აგრძელებს | 24.08.2022

“ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნოორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებს აგრძელებს.  არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ზე საუბრისას მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ  „სამართლიანი აჩევნები“ თაღლითურ ორგანიზაციასთან ასოცირდება, რომელიც არჩევნების გაყალბებასა და რევოლუციურ პროცესებში  მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი,  მმართველმა პარტიამ გასულ კვირას  შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო.  ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს”  კი “ქართულმა ოცნებამ” ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს. “სამართლიანი არჩევნების” პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კი   მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა დროებით შეაჩერა.