მარეგულირებელმა კომისია, მთავარი არხი 118 689 ლარით დააჯარიმა, “ფორმულა”და ტვ პირველი კი გააფრთხილა | 23.08.2022

მარეგილიერებლმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკამყოფილა. სახელისუფლებო  პარტიის მოთხოვნით, „შინ ევროპისაკენ“ აქციის კლიპის განთავსებისათვის, “ფორმულასა”  და “ტვ პირველს” გაფრთხილება მისცა, ხოლო “მთავარი არხი” 11 688 ლარით დააჯარიმა.

ცნობისათვის, ვიდეორგოლში, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა,  ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომლებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. ვიდეორგოლში ასევე იყო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის,  კახა კალაძის,  გია ვოლსკის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სხვათა განცხადებების ამონარიდები.