ნიკა მელიას განცხადებას, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების მასობრივად გადინების შესახებ, „ქართული ოცნების“ წევრები გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიციამ სამიზნედ ის სტრუქტურები აირჩია, რაზეც ქვეყნის უსართხოება დგას და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს მის დაზიანებას. მან უარყო, რომ სამართალდაცავ უწყებაში, სამსახურის დატოვების მოთხოვნით, ასეულობით განცხადება დევს.