“ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს” | 19.08.2022

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანამ,   ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს.  როგორც დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა,  ოლიგარქიული  მმართველობის შესაცვლელად,  საარჩევნო რეფორმა აუცილებელია, თუმცა ხელისუფლება ცვლილებებს ერთპიროვნულად იღებს და პროცესიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს ხსნის.  ოპოზიცია თვლის რომ ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორის მიმართ,  დისკრიმინაცილი მიდგომა აქვს და  ის გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციაზე  პოლიტიკურ ანაგრიშსწორებას ახორციელებს.