26 მარტს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მაჩაბელი რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში ამ დრომდე რჩება კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე, რომელსაც პირობითი საზღვრის კვეთის გარდა, საოკუპაციო რეჟიმი ნარკოტიკების შენახვა-გადატანასაც ედავება. ახლობლების ინფორმაციით, ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.
13 ივლისის მონაცემებით, ცხინვალის იზოლატორში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული სულ 7 ქართველი იყო მოთავსებული.