საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, დღეს, პარლამენტში პროტესტის ფონზე დაიწყო. შეხვედრა, პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღავნელმა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” სამუშაო პროცესში მონაწილეობის უფლება ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” არ მისცა. ნიკა სიმონიშვილი თვლის, რომ მისი კოლეგების მიმართ ხელისუფლებას დისკრიმინაცილი მიდგომა აქვს და “ქართული ოცნება” გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციაზე პოლიტიკურ ანაგრიშსწორებას ახორციელებს.
„ისფედის“ სამუშაო ჯგუფში არმიწვევის გადაწყვეტილება დღეს ჟურნალისტებს, ჯგუფის ხელმძღვანელმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუმარტა. თქვა, რომ “სამართლიანი არჩევნები” მიკერძოებული ორგანიზაციაა, რომელმაც ნეიტრალიტეტი მას შემდეგ დაკარგა, რაც სამოქალაქო სექტორთან ერთად პრემიერ-მინისტრის გადაყენების მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის თქმით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში ქვეყნის იმიჯი შელახა.
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სავარაუდოდ უკვე არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება. ჯგუფი განიხილავს დოკუმენტს, რომელშიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია გაწერილი. სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან 4-4 დეპუტატია ჩართული.