სარფის საბაჟოზე არსებული უწყვეტი რიგები ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხდება | 17.08.2022

სარფის საბაჟოზე არსებული  უწყვეტი რიგები ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მებაჟეების არასრული შემადგენლობა, უწყვეტ რიგებს ქმნის, გამორთული კონდინცირების სისტემა კი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მოქალაქეებს საქართველო თურქეთის საზღვრის კვეთა, მსგავს პირობებში  უკვე რამდენიმე დღეა უწევთ.  ამბობენ, რომ რიგში დგომა საათობით გრძელდება, რის გამოც ხშირია სიტყვიერი დაპირისპირებები  მებაჟეებთან.