სამოქალაქო სექტორი ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევას იწყებს – პროცესს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლება თქვეს, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებისას უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს, პროცესი კი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით პროცესს არასამთავრობო სექტორი თავად იწყებს. მათი თქმით, შერჩევის მომენტში ნომინირებული უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება პროფესიონალიზმი და გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ასევე კანდიდატს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.