რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას პარტიების შემდეგ არასამთავრობოებიც ითხოვენ | 17.08.2022

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას  პარტიების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.  განცხადებას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია  ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ჭარბად და უკონტროლოდ შემოდინება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მიიჩნევენ, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სავიზო რეჟიმი და ასევე გადახედოს, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსს.