დაასანქცირეთ! კლავს!- თბილისის ქუჩებში ახალი პოსტერები გამოჩნდა | 17.08.2022

“კლავს! დაასანქცირეთ!” – თბილისის ქუჩებში ახალი პოსტერები გამოჩნდა. პოსტერებზე,  ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვაა აღბეჭდილი. ქუჩის კამპანია ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის  წევრები ამბობენ რომ პოსტერებზე გამოსახული ადამიანები ხელსუშლიან  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.  ახალი პოსტერები მოძრაობის წევრებმა გუშინ  გააკრეს, თუმცა დილით დიდი ნაწილი დასუფთავების სამსახურს უკვე ჩამოხსნილი  ჰქონდა.