აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები – კელი დეგნანი | 17.08.2022

“გაუაზრებელი, კონსპირაციული და უსაფუძვლო” – ასე აფასებს  ამერიკის ელჩი “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერების მორიგ თავდასხმას. საუბარია ე.წ. განდგომილების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მორიგ წერილზე, რომელშიც  ოთხეული ამერიკის საელჩოს საქართველოს სასამართლო სისტემის კონტროლის მცელობაში ადანაშაულებს.  კელი დეგნანის თქმით ბრალდებები, რაც მათ შეერთებულ შტატებს წაუყენეს, არის უგუნური შეთქმულების თეორიები, რომლებსაც  არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.  ამერიკის  ელჩმა დღეს ღიად თქვა, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული ქმედებებით პასუხისმგებლობას გაურბის და ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს. დიპლომატის განმარტებით გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები არის ის ფაქტორები რომლებმაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია.

“არ ვარ დარწმუნებული რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვარ დარწმნებულ ვის წარმოადგენენ და არ ვარ დაწრმუნებული რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან, რომელით, მათი თქმით დატოვეს. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ბრალდებები, რომელსაც ისინი ხშირად ააკეთებენ აშშ-ის წინააღმდეგ და სხვების წინააღმდეგ, გაუაზრებელი და კონპირაციულია, არ ეყრდნობა ფაქტებს. ძალიან მნიშვნლოვანია, გათვალისწინება რომ აშშ მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, სრულ პოლიტიკურ სპექტრთან და ამას ვაკეთებთ 30 წელია. ვფიქრობ ქართველებისთვის მნიშვნელოვიანია უკან გაიხედონ, 3- 4 წლით უკან და დაინახონ საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამიდან, დარღვეული პოლიტიკური დაპირებებიდან, ანტიდემოკრატიული მოქმედებებიან – აქედან დაიწყო ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ამ ღრმა პოლარიზაციის დაძლევას ცდილობდნენ,” – განაცხადა კელი დეგნანმა.