საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს,ეს მხოლოდ ხელისულფების ნარატივია – ტომას ილვესი | 16.08.2022

“რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს”ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ილვესი საუბრობს. ვრცელ ინტერვიუში ილვესი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს და ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისულფების ნარატივია.  ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი სანქციების საკითხსაც ეხმიანება და ამბობს რომ,  თუ გაირკვა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებზე თავის არიდებაში ეხმარება, ამას დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაცია მოჰყვება. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ესტონეთის ყოფილი  პრეზიდენტი ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზეც საუბრობს.  ტომას ილვესი ამბობს რომ ის, კარლ ბილდტთან ერთად, ამ  თავდასხმების სამიზნე გახდა. სწორედ ამიტომ ამბობს, რომ მას  უჭირს ობიექტური იყოს ამ საკითხის შეფასებისას.