წელს რთველის სუბსიდირება ისევ მოხდება და 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება | 15.08.2022

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირება  ისევ მოხდება და 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება. განცხადება დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  ირაკლი  ღარიბაშვილი მოსახლეობას პირდება, რომ  არცერთი კილოგრამი  ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

პრემიერმა ისაუბრა  საწვავის  ფასზე. თქვა, რომ კონკურენციის სააგენტოს  რეკომენდაციით ისევ  მიმართა, რომ იმპორტიორების კეთილსინდისიერება შეამოწმონ.  ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ბოლომდე საწვავი, ჯამში 20-30 თეთრით გაიაფდება.