“ქართული ოცნების ხელისუფლება ყურძენზე ფასებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებს” | 15.08.2022

ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დღეს  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა,  გიორგი ბოტკოველმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  ბოტკოველის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყურძენზე  ფასებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებს.  მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული  კომპანიები  მინიმალურ ფასად ყიდულობენ  ყურძენს, რის შემდეგაც  მილიონობით შემოსავალს იღებენ.