ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით შემთხვევას სულ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 61 დაშავდა. ტრაგედიის ადგილზე დილიდან მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების შედეგად დაკარგულთა სიას აქვეყნებს, რომელშიც 25 ადამიანია. ისინი, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან მოყოლილები. დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.