“მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ” | 12.08.2022

“მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება არა რეანიმაციულ, არამედ თერაპიულ განყოფილებაში.

ბრეგაძე კვლავ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა.