“თუ არ გავჩუმდები, დამსჯიან” – სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი ხმაურიან წერილი ციხიდან | 12.08.2022

“თუ არ გავჩუმდები დამსჯიან” –  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან კიდევ ერთ ხმაურიან წერილს აგზავნის. საქართელოს უსაფრთხოებსი სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე  წერს,  რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი განმარტებით, ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია და მუქარასთან ერთად, გომელაურისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ივანიშვილის გვარი არ უნდა ახსენოს. გოგაშვილის თქმით, ის გაჩუმებას არ აპირებს და სისტემiს მხილებას გააგრძელებს.

“ჩემს მიმართ 16 ივლისს განხორციელებული  ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია, განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებულ იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციითკიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანშვილის გვარი. უარის შემთხვევაში შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის. მან ასევე გამაფრთხილა რომ თუ ამ საუბრებს გავახმაურებდი კიდევ დავიმატებდი პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია,” – წერს სოსო გოგაშვილი.