საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება | 11.08.2022

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება. ასე უპასუხა თბილისის მერმა  ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როცა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხდეს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოში ტურისტების შემოდინებას მიესალმება და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.