სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, მას წმინდანების ცხოვრებაზე ვესაუბრე – მეუფე ნიკლოზი | 10.08.2022

სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა განუცხადა. მეუფე ნიკოლოზმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი  კლინიკა “ვივამედში” მოინახულა. სასულიერო პირის თქმით, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში სააკაშვილმა წონაში 11 კილოგრამი დაიკლო. სინოდის წევრმა განმარტა, რომ სააკაშვილისთვის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე არაფერი უკითხავს.

დღესვე, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში, მძიმეა.  უცხოელი ექსპერტები კი ამ დრომდე ელოდებიან საქართველოს ჯანმდაცვის სამინისტროდან ნებართვას მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად.