მორიგი სამართლებრივი დავა თეა წულუკიანის წინააღმდეგ- როგორ მიმართავდა მინისტრი მეცნიერ თანამშრომლებს | 10.08.2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ეროვნული მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ეკა კიკნაძის სარჩელის განხილვა დაიწყო.  კიკნაძე თეა წულუკიანის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომისა და მისი უკანონო გათავისუფლების დადგენას ითხოვს. სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ნანა ბურჭულაძემ. მან კულტურის მინისტრთან  გამართული შეხვედრები გაიხსენა და განმარტა, როგორ მიმართავდა მეცნიერ თანამშრომლებს თეა წულუკიანი.