ოპოზიცა “მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც ნათლად ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი მონაცემები მტრის ხელშია, საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. ნიკა მელია ამბობს, რომ ამ საქმის უკან “ქართული ოცნება” დგას და ის, რაც აქამდე ეჭვებს ბადებდა, ახლა უკვე ფაქტებით დადასტურდა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ქართველი მებრძოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
მომხდარ ფაქტს საგანგებო ბრიფინგით გაემოხმაურა “დროას” ლიდერიც. ელენე ხოშტარიამ ხელისუფლება ქვყნის ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ქართული ოცნების” სპეცსამსახურები რუსეთთან თანამშრომლობენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლი 34 წლის, მიხეილ ქამხაძის შესახებ ინფორმაცია მთავარი არხის ეთერში გუშინ გავრცელდა. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. აქვთ თუ არა ოკუპანტებს წვდომა სხვა სამხედროებზეც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად ქამხაძე ვარაუდობს, რომ ქართველების პირადი საქმეები, რომელიც წესით თავდაცვის სამინისტრში უნდა ინახებოდეს რეალურად მტრის ხელშია.