გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“- პოდოლიაკის ქართულად დაწერილი პოსტი | 08.08.2022

ქართულად დაწერილი  პოსტით გამოეხმაურა აგვისტოს ომს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

“14 წლის წინ  შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით. შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.