“ქართული ოცნება” ომბუდსმენის ინააღმდეგ და ნინო ლომჯარიას პასუხი | 05.08.2022

“დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას” – ასე უპასუხა ნინო ლომჯარიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მორიგ თავდასხმას. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება მის საქმიანობაში ჩაერიოს. ირაკლი კობახიძემ დღეს ომბუდსმენზე მორიგი იერიში მიიტანა. კობახიძემ სახალხო დამცველი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული.  “ოცნების” თავმჯდომარე სახალხო დამცველს მომავალში პოლიტიკოსობას უწინასწარმეტყველებს და ამბობს რომ ნინო ლომჯარია ვადის ამოწურვის შემდეგ პირდაპირ  პოლიტიკაში წავა.