“ქართული ოცნება” ისევ რუსეთის მოქალაქეების დაცვის რეჟიმში | 05.08.2022

“ქართულმა ოცნებამ” საგანგებო ბრიფინგი, დღეს, რუსეთის მოქალაქეებს მიუძღვნა. ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიის გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. კობახიძემ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ შოვინიზმად შეაფასა და თქვა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ზიზღის კამპანიას არ დაუშვებს. მეტიც, ირაკლი კობახიძემ ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთის მოქალაქეების მიმართ მკაცრ კონტროლსა და სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ომის დაწყების სურვილში დაადანაშაულა.