სახალხო დამცველი კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა. საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რაც კულტურის სფეროში თა წულუკიანის მისვლის შემდეგ დადგა. განიხილეს ის სამართლებრივი დავებიც, რომლიც წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში დაიწყეს. ბოლო თვეების განმავლობაში კულტურის მინისტრის ბრძანებით მუზეუმებიდან არაერთი კვალიფიციური და სტაჟიანი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მიზეზი კი მათი შეხედულებები გახდა. კულტურის სფეროს მუშაკები მინისტრს რეპრესიებში ადანაშაულებენ.