“კავკასიის” და “ფორმულას” ჟურნალისტები სუს-ის უკანონო მოსმენების გამო დაზარალებულებად ცნეს | 05.08.2022

სუს-იდან გამოტანილი ფაილების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. შოთაძის უწყებაში დღეს ტელეკომპანია “კავკასიის” და “ფორმულას” ის ჟურნალისტები გამოიკითხნენ, ვისაც სუს-ი უკანონოდ უსმენდა. გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს  დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.  გამოკითხვაზე მედიის წარმოამდგენლები, მედია ომბუდმსენთან, ნათია კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ პროკურატურის იმედი და გამოძიება ფორმალურია.

შეგახსენებთ, რომ უკანონო მოსმენების საქმეზე ფაილები 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. თვეებია ჟურნლაისტები იმ პირების იდენტიფცირებას ითხოვენ, ვინც უკანონო მიყურადების ბრძანებას გასცემდა, თუმცა პროკურატურა საქმეს ფორმალურად იძიებს და დაზარალებულის სტატუსი მინიჭებაც კონკრეტული პირებისთვის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსმენების საქმის უპრეცედენტო სკანდალი წარმოებაში სტრასბურგის სამართლომ მიიღო.