ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტშუი კონსულტაციები გრძელდება | 05.08.2022

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში კონსულტაციები გრძელდება. მსჯელობის საგანი დღეს სასამართლო სისტემის რეფორმირება იყო. ევროკომისიის რეკომენდაცია გულისხმობს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღებას. “ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ოპოზიციის ნაწილტან  ერთად სასამარლო სისტემის, პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე დეპუტატებმა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევვები და პრობლემები განიხილეს. მმართველი გუნდი მთავარ გამოწვევად სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებს.

“ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს სამი მსხვილი ოპოზიციური პარტია: “ნაციონალური მძრაობა”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. ეს ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ და პარალელურად მუშაობენ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე.