უკანონო მოსმენების საქმეზე იურისტ დავით ჯანდიერს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა | 04.08.2022

ე.წ. უკანონო მოსმენების საქმეზე იურისტ დავით ჯანდიერს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს, რომელთა გარკვეული ნაწილი დავით ჯანდიერის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალსაც ასახავს. მათ შორის უკავშირდება მის მიერ ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში. დავით ჯანდიერის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

მასალები, რომლის მთავარი ფიგურანტები მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან- ინტერნეტ სივრცეში 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.  ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს,პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.  ასევე პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. სავარაუდო ფარული ჩანაწერები  2014-2021 წლებით თარიღდება.