ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. კრებსებში, რომელიც გასულ წელს გავრცელდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასულიერო პირებთან კომუნიკაცია იყო ასახული. საუბრები 2017-2018 წლებში იყო ჩაწერილი, როდესაც ბესელია “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია და “ოცნება” ახლაც უსმენს როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ისე თანაგუნდელებს. მას გამოძიების იმედი არ აქვს და ფიქრობს, რომ სახელმწიფო არ გამოიძიებს იმ უწყების დანაშაულს, რომელიც ხელისუფლების დავალებებს ასრულებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კრებსების ფაილებში პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო სექტორთან და სასულიერო პირებთან ერთად ჟურნალისტების პირადი საუბრებიც იძებნება. მათ უფლებებს ახლა საგამოძიებო უწყებასი მედიაომბუდსმენი იცავს.
მასალები, რომელლის მთავარი ფიგურანტები მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან – ინტერნეტ სივრცეში წინ 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ასევე პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. სავარაუდო ფარული ჩანაწერები 2014-2021 წლებით თარიღდება.