ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას?! – საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა. სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. რეკომენდაცია ითვალისწინებს პროცესის გამჭვრივალედ წარმართვას და ახალ ომბუდსმენად დამოუკიდებელი პირის დანიშვნას. რეკომენდაციაში მითთითებულია რომ ომბუდსმენის სამსახური უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ის ოპოზიციური პარტიები რომლებიც “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებლად მუშაობენ ამბობენ რომ სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატს კონსულტაციების შემდეგ დაასახელბენ. ოპოზიიცურ სპექტრს იმის მოლოდინი არ აქვს რომ პროცესში უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის აზრს გაითვალისწინებს.
შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის სახალხო დამცველის ვაკანტურ პოსტთან დაკავშირებით- ცნობილი სექტემბერში გახდება. ლომჯარიას ომბუდსმენის თანამდებობაზე ვადა დეკემბერში ეწურება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ამ პროცესში ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება.